ეკონომიკა
02/03/2021

ქვეყნის განვითარების დოკუმენტზე სამუშაოდ სამინისტროებში სპეციალური ჯგუფები შეიქმნება

12 მარტამდე სამინისტროებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და ასევე, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებას გაუწევენ კოორდინაციას.

სამუშაო ჯგუფის მუშაობას მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მუშაობის პროცესს კი კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური სამსახური.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს, თუმცა კონკრეტულად ვის, პრემიერის ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის.

გადაწყვეტილების მიღების მიზანი 2022-25 წლების სამოქმედო გეგმიზ შექმნაა.

Businesspartner