ეკონომიკა
09/06/2022

ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი 58 ჰა-მდე ფართოვდება

ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად 2022 წლის 1 დეკემბერი განისაზღვრა.

როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაშია აღნიშნული, თიზ-ის ფართი ამჟამად 22 ჰა-ს შეადგენს, გაფართოების შემდეგ კი თიზ-ის ტერიტორია 58 ჰექტარი გახდება.

დადგენილების მიხედვით, თიზ-ის გაზრდილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე უნდა მოეწყოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტი შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით.

ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე შეიმუშაოს და ეკონომიკის სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის გაფართოება „ბიზნესპარტნიორთან“ ზონის ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ 2022 წლის დასაწყისში  დაანონსა.