ეკონომიკა
25/01/2021
კლინიკებს ელ.ენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ
კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრა შედეგიანი იყო და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სექტორში დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
“მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით, გაძვირებულ კომუნალურ ტარიფებზე შესაძლოა მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს დროის დიდ მონაკვეთში, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, თუმცა, მოკლე მონაკვეთში მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო გრძელვადიან საკითხებზე ვიმუშაოთ”,- განაცხადა “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.