ეკონომიკა
28/03/2023

ქართულ შრომის ბაზარზე ICT მიმართულებით კადრების მოძიება ჭირს

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ამერიკავკასიაში გახდეს ჰაბი IT სპეცილისტების“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ USAID- ის პროგარამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" დირექტორმა დავიდ ბლოოდმა განუცხადა.

მან ამ საკითხზე პროგრამის „პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური) '' - დახურვის ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც 10 თვიანი საგანმანათლებლო პროექტი შეაჯამეს და მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ICT სექტორში სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნა გაზრდილია, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა: ICT პროექტ-მენეჯმენტი, მონაცემთა ანალიტიკა და კონტენტ მეიქინგი, მაგრამ შრომის ბაზარზე თითქმის შეუძლებელია, ამ მიმართულებთ  კადრების მოძიება.

„ეს პროგრამა, ანუ "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის"  მუშაობს მთელ რიგ სფეროებში, კერძოდ, უტარებს ტრენინგებს სხვადახსხვა სპეციალისტებს, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სფეროში, რომელიც დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. ბევრი კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ სწორედ ამგვარი კადრების დეფიციტი იყო ქართულ ბიზნესსექტორში და ამ პრობლემის დასაძლევად ახალგაზრდებისთვის ვატარებთ ტრენინგებს, რომ მათ აიტი უნარები განივითარონ. ზოგადად, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ამერიკავკასიაში გახდეს ჰაბი აიტი სპეცილისტების“, - აღნიშნა USAID- ის პროგარამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" დირექტორმა.

დავიდ ბლოოდის აზრს იზიარებენ ქართულ ბიზნესსექტორშიც და პროგრამის „პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის'' ავტორები ამბობენ, რომ კერძო სექტორის მოთხოვნებს  ვეღარ პასუხობს ფორმალური განათლების მიერ შეთავზებული პროფესიები. სწორედ ამიტომ,  Start – Business Solutions-მა, Travel Guide-მა და Geolab- მა ერთობლივად მოამზადეს ინოვაციური საგანამანათლებლო  პროექტი,  რომელმაც USAID-ის  პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“  მხარდაჭერა მოიპოვა. მომზადდა სასწავლო მოდულები ICT პროექტ-მენეჯმენტის, მონაცემთა ანალიტიკის და კონტენტ მეიქინგის მიმართულებებზე, კონკურსის გამოცხადებიდან აღნიშნულ მიმართულებაზე დარეგისტრიდა 637 მსურველი.

პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებულ კანდიდატებს  ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ ინტრო ვიდეოები, შეესწავლათ საკითხავი მასალები და ასევე გაცნობოდნენ დამატებით წყაროებს, ასევე ონლაინ შეეძლოთ საკუთარი ცოდნის შემოწმება.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო პლატფორმაზე შეემოწმებინათ საკუთარი პროგრესი, ამის საფუძველზე ონლაინ კურისის ბოლოს მათი მიღებული ქულების მიხედვით შეირჩა უმაღლესი შეფასების მქონე მსურველები, გასაუბრების საფუძველზე კი მათგან 45  საუკეთესოს  მიეცა შესაძლებლობა, გაიარონ ორთვიანი თეორიული ტრენინგები.

მესამე ეტაპზე, სტუდენტები უშუალოდ ჩაერთნენ 4 თვიან პრაქტიკულ სწავლება - სტაჟირებაში, სადაც  სპეციალისტებისგან მიიღეს მენტორშიპი, რეალურ პროექტებზე მუშაობისას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022