ეკონომიკა
25/07/2022

ქართულ კომპანიებს EU-ს საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა აქვთ

ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა, სადაც წლის განმავლობაში 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი 2 ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას ყიდულობს. 

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, ევროპის 27 ქვეყანაში პროდუქცია გაიტანონ. 

"ეს არის საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების შედეგი. ქართულ კომპანიებს უჩნდებათ შესაძლებლობა, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, ეს ქართული ბიზნესისთვის ახალი სტიმული იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022