ეკონომიკა
03/12/2020
ივენთ კომპანიებს ლიზინგის სესხიც დაუსუბსიდირდებათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ კომპანიების სესხების პროცენტის სუბსიდირების კომპონენტს ლიზინგის სესხის სუბსიდირებაც ემატება-ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
"ივენთ კომპანიებზე გავავრცელეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა და ახლა აქ შემოგვაქვს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. მათ მოგვართეს ჩვენ თხოვნით. გარკვეული ინვენტარი ლიზინგით აქვთ შეძენილი. აქაც მათ პროცენტისგან გავათავისუფლებთ",- განაცხადა ნათია თურნავამ.