ეკონომიკა
03/11/2020

ივა ჭყონია მთავრობას: ყურადღება მიაქციეთ ლარს

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მთავრობას ურჩევს, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ყურადღება ეროვნულ ვალუტას დაუთმოს. როგორც „ბიზნეპსარტნიორთან“ ივა ჭყონია აცხადებს, მომავალი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ქვეყანა ჩიხში არ შევიდეს.

„პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ვურჩევდი, ვიდრე პოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდება, ნომერ პირველი დავალება მათთვის, რომ ყურადღება მიაქციონ ლარს. ეს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის ჩიხში შეყვანას. ისედაც საკმაოდ კრიზისულ ზღვარზეა ინფლაცია მისული, მოდის საკმაოდ მძიმე პერიოდი, ზამთარი. ამ დროს იზრდება იმპორტის წილი ქვეყანაში და საკმაოდ გაძვირებული იქნება პროდუქტები ამ პერიოდში. უმნიშვნელოვანესია, რომ იმ გუნდმა, რომელზეც დღეს არის ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებული, აქტიურად იმუშაოს და ქვეყნის ეკონომიკის ჩიხში მიყვანა არ დაუშვან. პოლიტიკური არასტაბილურობა გასაგებია, რაღაც პერიოდი იქნება. არაერთხელ გამოგვივლია, თუმცა იმიტომ არსებობს მმართველი პარტია, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს კონსტრუქციული“,- აღნიშნა ჭყონიამ.