ეკონომიკა
12/06/2023

ირინა კვახაძე: ბინის ქირის ფასი არაბუნებრივადაა გაზრდილი

ბინის ქირის ფასი არის გადაჭარბებული, შეიძლება ითქვას, რომ არაბუნებრივად გაზრდილი, რაც დროებით ფაქტორებს, კერძოდ მიგრაციას უკავშირდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსმა  ირინა კვახაძემ  განუცხადა.

მისი თქმით,  2023 წლის ბოლო 2 თვეში, თვიურ ჭრილში, ქირის ფასი შედარებით შემცირდა, თუმცა მაინც უფრო მაღალია, ვიდრე იყო მიგრაციამდე.

„ფასის წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, აპრილსა და მაისში ქირა, თვე-თვესთან  შედარებით, შემცირდა. ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბინის ქირა შემცირდება და დაუბრუნდება გრძელვადიან საშუალოს. თუმცა, 2023 წელს ის მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, 2021 წელთან შედარებით.

რაც შეეხება წლიურ შემცირებას, ეს უკვე 2024 წლიდან უნდა ვიხილოთ“, - აღნიშნა ირინა კვახაძემ. მისივე თქმით, თბილისში არ დარჩენილა უბანი, სადაც ქირის ფასმა არ მოიმატა.

ქირის ფასი რომ  არაბუნებრივად გაზრდილია მიუთითა ეროვნულმა ბანკმაც, რომელმაც გასულ კვირას განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ უძრავი ქონების ქირის ფასი დღეს 30%-ით აღემატება ტრენდს. მთავარ მიზეზად ქირაზე გაზრდილი ფასებისა, მიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინება და გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რასაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს.

ცნობისთვის, 2023 წლის მაისში უძრავი ქონების ქირა წლიურად, დოლარში 45%-ით, ხოლო ლარში თითქმის 24%-ით გაიზარდა. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ბინის ქირის ზრდა წინა წელს დაიწყო და 2021 წელთან შედარებით, 145 %-იანი ზრდაც კი დაფიქსირდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022