ეკონომიკა
12/11/2021

ირაკლი კოვზანაძე: ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი, ინფლაცია უნდა დაითრგუნოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ქვეყანაში ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრილი. 

დეპუტატს მიაჩნია, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ხისტი გადაწყვეტილებებია მისაღები.  

"საქართველოში ინფლაციასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ფასები ასტრონომიულად არის გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე საქართველოს ეკონომიკას. აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები მონეტარული ხელისუფლების მხრიდან. ინფლაცია უნდა დაითრგუნოს", - განაცხადა ირაკლი კოვნზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.