ეკონომიკა
20/07/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ვეღარ გაუძლებს. 

მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო, პარალელურად მძიმდება პანდემიური მდგომარეობა.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები, აგრეთვე ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან თავიდან აირიდონ ქვეყნის განმეორებით ჩაკეტვა. 

“ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მინდა, წინასწარ ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო. ამას რა თქმა უნდა შემდეგ დაემატება ის, რომ დამატებით ქვეყანას დასჭირდება ვალის აღება. ეს ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ძალიან გართულდება სიტუაცია. გვაქვს ყველა რესურსი, საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება 1.5 მლნ მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023