ეკონომიკა
25/06/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 ეკონომიკის გაჯანსაღების წელია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პანდემიამ უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახა.

მისი თქმით, პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, თუმცა ამ პერიოდში არ შეჩერებულა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები.

“სახელმწიფომ სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს. დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ 2.1 მლრდ დოლარის დაფინანსება, ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მარკოეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ შეიმუშავა ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები. ჯანდაცვის ხარჯებმა 900 მლნ ლარი შეადგინა, ბიზნესის მხარდაჭერის ხარჯებმა 3 მლრდ ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებება 1.3 მლრდ ლარი.

“წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებთ, აპრილში ექსპორტის 70%-იანი ზრდა პანდემიამდე არსებულ მონაცემებსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე“,- განაცხადა პრემიერმა პარლამენტში, სადაც ანგარიშს წარადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023