"ინვესტორების ჩამოყვანით, ადგილობრივი წარმოების განვითარებით ქართულ საქმეს ვაკეთებთ"
უცხოელი ინვესტორების ჩამოყვანით, ადგილობრივი წარმოების განვითარებით, დიდ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ცაგერში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, Heritage Foundation-მა გამოაცხადა მორიგი კვლევა და „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-7 ადგილზეა.
„თუ არ ვცდები, მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის იყო ეს კვლევა ჩატარებული. ეს მაჩვენებლები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, მათ შორის ესაა ჩვენი არაკორუმპირებულობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ეკონომიკის გახსნილობა უცხოელი ინვესტორების მიმართ, რადგან უცხოელი ინვესტორების ჩამოყვანით, ადგილობრივი წარმოების განვითარებით, ელექტროენერგიის გენერაციის საშუალებით ჩვენ ძალიან დიდ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.