ეკონომიკა
19/07/2021

IMF საქართველოში წელს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს და ის 7.7% იქნება.

"მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატარებული მიმოხილვის დასკვნითი განცხადების საფუძველზე, IMF აცხადებს, რომ მაღალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის განმავლობაში სწრაფად შემცირდება.

“ყოველთვიური შეფასებებით მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2021 წლიური ზრდა 7.7%-ს მიაღწევს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას”,- ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი მოლოდინს აქვს ქვეყნის ხელისუფლებასაც. 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.4%-იდან 7.7%-მდე დაკორექტირდა.