ეკონომიკა
19/07/2021

IMF: პოლიტიკური გაურკვევლობა ლარის გაუფასურებისა და ინვესტიციების შემცირების რისკს ქმნის

IMF - ის “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატარებული მიმოხილვის დასკვნითი განცხადების მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა და ბოლო დროს განვითარებილი მოვლენები, შესაძლოა ლარის კურსის გაუფასურებისა და ინვესტიციების შემცირების საფუძველი გახდეს.

“შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება გაზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ. ამ რისკებს შეუძლიათ დაამძიმონ ეკონომიკაში არსებული პრობლემები, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რაოდენობა”,- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.