IMF: 2021 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებლების მხოლოდ 25% იქნება
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება დღეს არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში გასაკვირი არ არის. ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი განმარტავს, რომ კურსის მერყეობაზე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურებაც მოქმედებს.
„კიდევ ერთხელ, მსოფლიო დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. ამით საქართველოს ეკონომიკაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. გაცვლითი კურსის გარკვეული მერყეობა ნორმალურია. გახსოვთ, რომ უდიდესი დარტყმა მიიღო ტურიზმის სექტორმა. მის აღდგენას დრო დასჭირდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ის მშპ-ს 5.4% იყო და 9.7%-მდე გაიზარდა. ის დაიწყებს შემცირებას ტურიზმის აღდგენასთან ერთად. მაგრამ ვფიქრობ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს 2019 წლის მაჩვენებლების მხოლოდ 25% იქნება. ველით, რომ დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 9.7%-დან 8.5%-მდე შემცირდება.
ასევე, თქვენს რეგიონში იყო ომი სომხეთსა და აზრებაიჯანს შორის. თქვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურებაც თამაშობს ამ ვითარებაში გარკვეულ როლს. პოლიტიკური არასტაბილურობაც მოქმედებს ინვესტორების განწყობებსა და გადაწყვეტილებებზე“,- აღნიშნა ჩაკირმა.