ეკონომიკა
03/02/2021

იმედია, უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ - თურნავა საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყო.

„დამაიმედებელი პროგნოზია, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იგეგმება.

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან პოზიტიური ეფექტი ექნება, როგორც ერთი ქვეყნისთვის, ისე მეორე ქვეყნისთვის. შეთანხმების ტექსტი გავცვალეთ. იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ. ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაჭრობისთვის, არამედ ტურიზმისთვის“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ტუროპერატორებთან შეხვედრა გამართა, რომლებმაც დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც მაღალმხარჯველ ტურისტებს ელოდებიან. მათ შორის არის ინდოეთი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022