იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა
პანდემიურ 2020 წელთან შედარებით ეკონომიკა ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზეა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის 10 თვეში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ია. ოქტომბერში, კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.9%-ით არის გაზრდილი.
2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2021 წელს 7.7%-იან ზრდას ელის, საქართველოს მთავრობა კი 9.5%-იან ზრდას ელის.