ეკონომიკა
13/10/2021

IMF საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის - უცვლელი პროგნოზი გაურკვევლობაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს საქართველოში ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის, - საფინანსო ინსტიტუტმა ოქტომბრის ანგარიში გამოაქვეყნა და ქვეყნისთვის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზი შენარჩუნებულია.

ფონდის მოლოდინით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2022 წელს 5.8%-მდე შენელდება.

საფინანსო ინსტიტუტი მაღალ ინფლაციას ელის, 13.1%-ს, 2022-ისთვის კი მისი მიზნობრივ მაჩვენებლამდე, 3%-მდე შემცირების მოლოდინი აქვს.

ფონდი აღნიშნავს, რომ გლობალური გაჯანსაღება პანდემიის პირობებში გრძელდება. "გლობალური აღდგენა გრძელდება, მაგრამ იმპულსი შესუსტდა და გაურკვევლობა გაიზარდა", - დასძენს IMF.

საფინანო ინსტიტუტი მსოფლიო ეკონომიკის 5.9%-იან, 2022 წელს კი 4.9%-იან ზრდას ელის. ეს 0.1%-ული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე ივლისის პროგნოზი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ 21 სექტემბრის მიმოხილვაში ფონდი ოპტიმისტურ პროგნოზს რამდენიმე ფაქტორის გათვალისიწნებით აკეთებდა, მათ შორის გამოყოფდა ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მაჩვენებელის გაუმჯობესებას, ტურიზმის სექტორში აღდგენის მოლოდინი.

ფონდი მაშინ მნიშვნელოვან რისკად COVID-19 შტამებსა ან ვაქცინაციის შეფერხებებს ასახელებდა. ერთ-ერთ გამოწვევას შორის კი დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი იყო დასახელებული. ფონდი მაშინ დასძენდა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას მიბრუნება მოუწევს საშუალოვადიან პერიოდში და დოლარში დაკრედიტების ღონისძიებების გამკაცრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022