ეკონომიკა
19/08/2022

იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $10 188.1 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 $100.7 მლნ–ს შეადგენს, რაც 36.4%–იანი ზრდაა, ხოლო იმპორტი 34.8%–იანი ზრდით $7 087.4 მლნ–ს შეადგენს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ–ვლისში, 3 986.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1–ია.

ამასთან, 2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი $475.6 მლნ–ით, აზერბაიჯანი $351.5 მლნ–ით და რუსეთი $339.1 მლნ–ით.