ეკონომიკა
01/04/2022

გიორგი პაპავა: დიდი შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები სტაბილური აღმოჩნდა

გიროგი პაპავას განცხადებით თუ დღეს არსებული ლარის კურსი გარკვეული პერიოდი შენარჩუნდა, ამის განმსაზღვრელი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და უკრაინაში სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილებაა, რადგან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ფონზე კონფლიქტის ამოწურვისა და პროდუქტიულ შედეგამდე მისვლის ალბათობა თითქოს გაიზარდა.

"თუ სიტუაცია უკეთესობისკენ განვითარდა, შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ლარიც სტაბილურობას შეინარჩუნებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სხვა სახის იარაღს გამოიყენებს და კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა, ბუნებრივია რისკები გაიზრდება.

მიუხედავად ძალიან დიდი შოკისა საქართველოსთვის, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება, ვთვლი, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები თუნდაც საბანკო სექტორში საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ ლარი დასტაბილურდა, ამას ემატება საბანკო სექტორის მდგრადობა და ეკონომიკის ზრდის დადებითი მოლოდინი, ამიტომ ჯერ განგაშის სურათი არ გვაქვს. მაგრამ ამასთანავე, ძირითადი რისკები, რაც დღეს დაკავშირებულია ლარის კურსთან და ეკონომიკასთან უფრო ნეგატიურ მხარესაა, ვიდრე დათებითის," - აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი.