ეკონომიკა
09/06/2021

გიორგი ხიშტოვანი: სამწუხაროა, რომ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოსულა

2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 28.3%-ით შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასაკვირი არ არის ანალიტიკოსების ნაწილისთვის. ზოგ შემთხვევაში მოლოდინი უფრო ნეგატიურიც კი იყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, არსებული სურათი მაინც მძიმეა, რადგან ახალი ინვესტიცია ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ შემოსულა.

„ყურადსაღებია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი რეინვესტიციებზე მოდის, მისი დიდი წილი კი - საფინანსო სექტორზე. შესაბამისად, არსებული მცირე მაჩვენებლის უმნიშვნელოვანესი წყარო ფინანსურ სექტორში რეინვესტირებული თანხებია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, ფაქტობრივად არ შემოსულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს. ფაქტია, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია წლის ბოლოს 2020 წლის ინვესტიციებზე უფრო დაბალი მაჩვენებელი მივიღოთ“,- განაცხადა ხიშტოვანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი მძიმე საინვესტიციო სურათის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოში არსებულ განწყობებს ასახელებს.

„ზოგადად, მსხვილი ინვესტორების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება სკეპტიკურია. მსხვილი ინვესტიციები ძირითადად ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორში ხორციელდებოდა. ბოლო მოვლენების საფუძველზე, უცხოელი ინვესტორები ენერგეტიკის სექტორში ფულის დაბანდების გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ფრთხილები იქნებიან. სერიოზულ კრიზისშია მშენებლობის სექტორიც. შესაბამისად, ესეც თავისთავად აისახება ინვესტიციების მოცულობაზე, რადგან კრიზისში მყოფ სექტორში თანხების ინვესტირება მაღალ რისკიანი წამოწყებაა. აქედან გამომდინარე, ის მსხვილი სექტორები, სადაც საქართველო დიდი ინვესტიციებით იყო განებივრებული, დღეს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის“,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022