ეკონომიკა
10/11/2021

გიორგი კაკაურიძე: ვიზიტორების შემცირების მიუხედავად, ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს, ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 18.5%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია.

მისი თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 865 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. 

"ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. პანდემიის გამო ყველაზე მეტად ტურიზმი დაზიანდა. საკმაოდ დიდი, 85%-იანი კლება იყო 2020 წელს. წელს გარკვეული აღდგენა შეინიშნება, თუმცა, ვიზიტორების რაოდენობა მაინც შემცირებულია. დაახლოებით 1.3 მლნ ვიზიტორი იყო საქართველოში გასული 9 თვის განმავლობაში. 18.5%-ით არის შემცირებული 2020 წელთან შედარებით, ეს შემცირება ძირითადად პირველი კვარტლის ხარჯზეა გამოწვეული, ვინაიდან პირველი კვარტალი არაპანდემიური პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში. ვიზიტორთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. 9 თვის განმავლობაში ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო 865 მლნ დოლარზე მეტი, რაც 2020 წელთან შედარებით 73%-იანი ზრდაა. მოლოდინი გვაქვს, რომ 2019 წელთან მიმართებაში ტურიზმის აღდგენა იქნება დაახლოებით 35%-ის ფარგლებში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვას წარადგენს.