ეკონომიკა
10/11/2021

გიორგი კაკაურიძე: შესაძლოა, წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10%-ს გადააჭარბოს

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვერსიაში 2021 წელს 9.5%-ის ნაცვლად, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. 

თუმცა, ფინანსთა მინისტრის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წელს ეკონომიკურმა ზრდამ, შესაძლოა, 10%-საც გადააჭარბოს. 

"წელს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დავიწყეთ. პირველ კვარტალში ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, მეორე კვარტლიდან დაიწყო ეკონომიკური აღდგენა, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9%-ს მიაღწია. ჯამში, 3 კვარტლის მაჩვენებლით 11.3%-ია ეკონომიკური ზრდა. სწორდ ამიტომ 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში წარმოვადგინეთ განახლებული პროგნოზი, რომელიც ითვალისწინებს წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას. 9 თვის მაჩვენებელი უფრომაღალია, შესაბამისად ვფიქრობთ, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა აბსოლუტურად რეალისტურია და შესაძლებელია მცირედით მეტიც მივიღოთ" -განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვას წარადგენს.