ეკონომიკა
11/05/2023

გიორგი კაჭარავა: დიდი ალბათობით შეიძლება საქართველო წარმოების ჰაბად იქცეს

გასული კვირის ბოლოს, 9 წამყვანმა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი ბრიუსელში,ევროკავშირის შესაბამის ინსიტუტებთან გააგზავნა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ევროკავშირი-ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებს ბიზნეს სექტორის მხრიდან ერთიანი ხმა მიეწოდა, რომ ბიზნეს ასოციაცია და შესაბამისად ბევრი კომპანია მხარს უჭერს ამ პროცესს, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს.

„ევროკავშირის წევრობის მიმართულებით მოლაპარაკებები იწყება, რომ ქვეყანამ შემდგომში დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელშიც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ მიმართულებას.

დიდი ალბათობით შეიძლება  საქართველო წარმოების ჰაბად იქცეს. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრ ქვეყანასთან ძალიან კარგი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 2.3 მილიარდიან ბაზარს მოიცავს.“ - აცხადებს კაჭარავა.

მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ გაიზრდება ქვეყნის მიმართულებით ინვესტორების მხრიდან დაინტერესება, ევროკავშირის მხრიდან საექსპორტო მოთხოვნაც გაიზრდება. ამასთან ერთად, ამოქმედდება საქართველოსთვის მხარდამჭერი მექანიზმები, როგორიცაა მილიონ ოთხმოცდაათი ათასიდან ასი მილიონის ფარგლებში მხარდაჭერა. ეს დახარება კი შეიძლება იყოს ნახევარ მილიარდზე მეტი.

როგორც ევროკავშირი-ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, საქართველოში მთელი რიგი პრობლემებია, განსაკუთრებით პრობლემატური თემაა ლოგისტიკური ნაწილი.

თუმცა, როგორც კაჭარავა განმარტავს, აღნიშნული თანხები  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება დახმარება, რომ შესაბამისი პროექტები განახორციელონ და მხარი დაეჭიროთ ექსპორტის მიმართულებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023