ეკონომიკა
13/04/2022

გიორგი ჯახუტაშვილი: ახლო მომავალში ქართველი მწარმოებლებისთვის ყაზახეთში ფორუმი გაიმართება

თბილისში ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოს 30-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ექსპორტ-იმპორტის დივერსიფიკაციის ამოცანები და მსგავსი შეკრებები ზუსტად ამას მოიაზრებს.

"ჩვენი გაერთიანების ამოცანაა, დავინახოთ არა მხოლოდ ყაზახი მწარმოებლები და ქართველი იმპორტიორები, არამედ ქართველი მწარმოებლები და ყაზახი იმპორტიორებიც, რომლებისთვისაც, ახლო მომავალში იგივენაირ ქართულ სავაჭრო მისიას ჩავატარებთ უკვე ყაზახეთში," - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.

ინფორმაციისთვის, დელეგაციის წევრებმა 3 დღის განმავლობაში ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს, გაფორმდა საექსპორტო ხელშეკრულებებიც.