ეკონომიკა
30/09/2021

ღვინის ექსპორტი 47%–ით გაიზარდა

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზრდის ტენდენცია დაკავშირებული იყო როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან. კერძოდ, ღვინის ექსპორტი 47%–ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახეზეა ეკონომიკის 10,3%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის 8 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12%-ია.