GGU GROUP: წყლის რეფორმის შედეგად,წყლის რესურსები რაციონალურად იქნება გამოყენებული
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
სასმელ წყალთან და სანიტარულ ობიექტებთან მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა მომხმარებელს შორის წყლის რესურსების სამართლიანი განაწილება – ეს ის საკითხებია, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან სამართლებრივად დააახლოვებს.
როგორ ხდება საქართველოში წყლის რესურსების მართვა და როგორია ამ პროცესში კერძო სექტორის როლი, - ამის შესახებ GGU Group (Georgia Global Utilities) ინტეგრირებული მართვის სისტემის დეპარტამენტის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე ძალიან მნიშნელოვანი რეფორმა ხორციელდება. მთავარია ის, რომ ინერგება ევროპული მიდგომა, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმა და ახალი კანონპროექტი თანაბრად ითვალისწინებს საჭიროებებს როგორც სასმელ წყალთან წყალთან და სანიტარიასთან წვდომაზე, ისე გარემოსდაცვით მოთხოვნებს და საჭიროებებს.
კითხვაზე, რამდენად ხდება კერძო სექტორის პოზიციის გათვალისწინება კანონმდებლობის მხრიდან და რას ნიშნავს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვა, სულხანიშვილი აღნიშნავს, რომ USAID-ის მხარდაჭერით პროცესი მიმდინარეობდა ძალიან გაჭვირვალედ,იყო თანამონაწილეობრივი,ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ჩართული ყოფილიყო, გაეზიარებინა მოსაზრებები, შენიშვნები. ამ პროცესში GGU ჯგუფიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯგუფი ამჟამად იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული კომპანიის მართვის ქვეშ,რომელიც თავისთავად მუშაობს ევროპული სტანდრატებით. მას წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. ჩვენი კომპანიისთვის სწორედ კარგი შესაძლებლობაავ ის, რომ ქვეყანაში კანონმდებლობა წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად იხვეწება და კომპანიაში მართვაც სწორედ ამ კანონდებლობის საფუძველზე ხორციელდება. ეს გულისმობს იმას, რომ დარეგულირებული იყოს ეკონომიკური მექანიზმები.
ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყლის ობიექტების დაცვა და მათი ხარისხის გაუმჯობესება. განსაკუთრებით ისეთი ობიექტების, საიდანაც ხდება წყალაღება და რომელსაც კომპანია იყენებს ნედლი წყლის სახით, შემდეგ ამას ამუშავებს. საუბარია, როგორც მდინარეების წყალზე, ისე მიწისქვეშა წყლებზე ,“-აცხადებს სულხანიშვილი.
მისივე განცხადებით, როდესაც ეს პროექტი ძალაში შევა, მისი აღსრულება მყისიერად ვერ განხორციელდება. ამას გარკვეული ეტაპები გააჩნია. დაგეგმილია, რომ 2030 წლისთვის განხორციელდეს ეს რეფორმა სრულად ქვეყანაში, თუმცა, შესაძლოა ამ ვადამაც გადაიწიოს.
სულხანიშვილის ინფორმაციით, წყლის რესურსების მართვა საკმაოდ ძვირი პროცესია, როგორც სასმელი წყლის მომარაგება, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებები. თუმცა, თვითონ მექანიზმი არის ევროპული გამოცდილებით და ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის წვდომას უფასო წყალზე , გააუმჯობესებს წყლის ობიექტების ხარისხს, ასევე შენარჩნდება ეკოსისტემები და აუზში ბიომრავალფეროვნება, განვითარდება ინფრასტრუქტურა.
კითხვაზე, წყლის რეფორმის სწორად განხორციდლების შედეგად 2030 წლისთვის რა შედეგს მიიღებს ქვეყანა, სულხანიშვილი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მოხდება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება. გარდა ამისა, გაუმჯობესდება და შემცირდება ზედაპირული წყლების დაბინძურება.
„ვიმედოვნებ, რომ სხვადასხვა წყალმოსარგებლეეებს შორის იქნება სწორი და სამართლიანი გადანაწილება, რაც კონფლიქტებს დაარეგულირებს, დააბალანსებს წყლით სარგებლობას აუზებში. ამ კანონით შემოდის სააუზო მართვის პრინციპი, რომელიც გამოცდილი და აპრობირებული მიდგომაა წყლი რესურსების მართვაში. საქართველოში ეს მიდგომა ნამდვილად გაამართლებს,“-აცხადებს სულხანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის მიხედვით შემოდის ზედაპირულ წყლებზე სანებართვო სისტემების მექანიზმი, რაც წყლით სარგებლობაზე გრძელვადიანი უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს. მისივე განცხადებით, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება ამ ვადაში დანერგოს თავისი საქმიანობა.
როგორც ცნობილია, საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება. ეს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული. რეფორმა არაერთ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს.
რეფორმას მხარს უჭერს USAID-ი, რომელმაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან (GWP) ამ საკითხზე მემორანდუმი გააფორმა.
წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დამტკიცდება.