ეკონომიკა
03/12/2020

გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება - ნათია თურნავა

გაზის კომერციული ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მთავრობა "თბილისი ენერჯისთან" შეხვედრას და გადაწყვეტილების დეტალებში გარკვევას გეგმავს. აქვე, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება.

"პანდემიიდან გამომდინარე, მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ქართული კომპანიები ბევრი სირთულის წინაშე დადგა. ენერგეტიკული კომპანიებიც არ არის გამონაკლისი. მათაც საკმაოდ სერიოზული სირთულეები აქვთ. თუმცა, გაზის ნაწილში მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით ტარიფის გაძვირებასმ არ განიხილება ტარიფის გადახედვა.

რაც შეეხება კომერციულ ფასებს, ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი. ეს მათი ბიზნესის ნაწილია. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით, რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს. რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელია ამ რთულ ვითარებაში გაზის კომერციული ტარიფის გადახედვა",- განაცხადა თურნავამ.