ეკონომიკა
13/04/2022

გაჩეჩილაძე: ომი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, თუმცა შეიძლება მძიმე ეფექტი არ ქონდეს

რუსეთ–უკრაინის ომს იმის გარდა, რომ არის ტრაგედია, ასევე საკმაოდ უარყოფითი გავლენა აქვს მთლიანად რეგიონის და საქართველოს ეკონომიკაზე – ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, რა თქმა უნდა, ეს გავლენა ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, თუმცა შეიძლება ისეთი მძიმე ეფექტიც არ ქონდეს, როგორც აქამდე იყო გაჟღერებული.

"მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტორების წახალისება, რადგან უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად დაპაუზებულია. მისასალმებელია მთავრობის განცხადება ჰიდრო პროექტების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და სხვა სექტორშიც, ეს იქნება სოფლის მეურნეობა თუ სხვა, არსებობს ინვესტიციების ძალიან დიდი პოტენციალი და ბარიერების შემცირება კარგი იქნება."–აცხადებს, არჩილ გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, მისი თქმით, ახლახანს გაჟღერდა ახალი პროგნოზი, რომ შესაძლოა 5%–მდეც კი იყოს ეკონომიკის ზრდა, თუმცა საქართველოს ბანკის მოლოდინი არის 3–4%–ის ფარგლებში.