ეკონომიკა
20/05/2021

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის გადაჭარებებით შესრულებას ვარაუდობს

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებას პროგნოზირებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვარაუდით, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც ზრდის ტენდენციებს აჩვენებს ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება რეალისტური პროგნოზია.

“ეკონომიკური პარამეტრები რაც ბოლო თვეებში გვაქვს დადებით ტენდენციას აჩვენებს, რაც იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება. მოსალოდნელია პოზიტიური მიმართულებითაც წავიდეთ და როგორც ეკონომიკური ზრდა ასევე საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდება,“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

რაც შეეხება კორექტირების ნაწილს, უწყებაში ფიქრობენ, რომ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ კიდევ დროა საჭირო.

„რაც შეეხება კორექტირების ნაწილს, იქნება თუ არა ამის საჭიროება უნდა გავაანალიზოთ, მინიმუმ 5 თვის გასვლის შემდეგ. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინუსისკენ არ გადაიხედება თუ ბიუჯეტის გადაიხედება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. გარკვეული საჭიროებები ჩანს, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს საჭიროებები ყოვეთვიურად შეიცვალოს. დავაკვირდებით მინიმუმ 5 თვის მონაცემებს და მხოლოდ შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაძლოა ჯანდაცვის სფეროში იყოს რაიმე დამატებითი საჭიროება თუმცა ვნახოთ...“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022