ეკონომიკა
18/10/2022

ფინანსთა მინისტრი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას 2023 წლის მეორე კვარტალში ელის

ქვეყანაში ინფლაცია ისევ მაღალია და ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, სასტუმროს მომსახურებასა და ტრანსპორტზე.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ინფლაციური რისკები გაზრდილია გლობალური ეკონომიკისთვის, ომის ფონზე საქართველოში მიგრანტთა შემოდინება გაიზარდა, რაც წნეხს კიდევ უფრო ზრდის. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების პროგნოზს ისევ ძალაში ტოვებს.

"ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა, არა იმ ტემპით, რა ტემპითაც ყველა ვისურვებდით.  თუმცა, ის მოლოდინი, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ახლოს უნდა იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან, ჯერ კიდევ ძალაშია. ბუნებრივია, ეს ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მათ შორის იმასთან, თუ როგორ განვითარდება საომარი მდგომარეობა უკრაინაში და რა მდგომარეობა იქნება მსოფლიო ეკონომიკაში, ჩვენს რეგიონში. ამ მიმართულებით ძალიან რთულია დღეს პროგნოზების გაკეთება. პროგნოზი ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტსაც უჭირს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023