ეკონომიკა
18/07/2022

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის გადახურების ნიშნებს ვერ ხედავს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკის გადახურების ნიშნებს ვერ ხედავს. 

მისი თქმით, 2022 წელს ეკონომიკის ზრდა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ექსპორტის ზრდამ და ტურიზმის მოსალოდნელზე მეტად აღდგენამ. 

"წინა წლიდან მოყოლებული საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. გაწულ წელს გვქონდა 10.4%, მიმდინარე წელს 5 თვეში გვაქვს 12.2%. 2021 წელს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო იმ აღდგენითი პროცესით, რაც 2020 წელს გვქონდა ეკონომიკის ვარდნის მიმართულებით.

რაც შეეხება 2022 წელს, 5 თვის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ამას თავისი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ეს არის გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც აისახება ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, ასევე, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ექსპორტის ზრდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი, რომელიც დაგეგმილზე უფრო მეტად არის აღდგენილი. კერძოდ თუ ჩვენ გასულ წელს ტურიზმის აღდგენა გვქონდა 35% თანხობრივ გამოხატულებაში, რა თქმა უნდა ვადარებთ 2019 წელს, უკვე წელს ეს მაჩვენებელი გადასცდა 70%-ს. შესაბამისად, ტურიზმის სექტორში,  აღდგენის მაჩვენებელი იმაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. რა თქმა უნდა ტურიზმის მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია. როდესაც 2019 წლის მაჩვენებელი სრულად აღდგება, მოლოდინი გვაქვს რომ იგივე ტემპით გააგრძელებს ზრდას მომდევნო წლებში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022