ეკონომიკა
21/05/2021

“ეს საქართველოს ეკონომიკის ზრდას ემსახურება“ - აშშ საქართველოს $67 მლნ-ს გამოუყოფს

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID საქართველოს $67 მლნ–მდე გრანტს გამოუყოფს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ .

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 67 მლნ დოლარის გრანტი ეტაპობრივად 330 მლნ დოლარამდე გაიზრდება.

“დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებად და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. ის მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას, კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. 

ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ს დაცმარება 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით.

ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022