ეკონომიკა
16/02/2022

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზეა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 71.8 ქულით, მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 14 პოზიციით გაუარესებულია და როგორც The Heritage Foundation-ი აფასებს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2019 წლისთვის ძლიერი იყო, 2020 წელი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო 2021 წელს ნაწილობრივ აღდგა.

"ბოლო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების შესაშური გამოცდილება შეჩერდა. სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, საქართველოში 2017 წლიდან ეკონომიკური თავისუფლების საერთო კლებამ 4.2 პუნქტი შეადგინა და გადაინაცვლა "ძირითადად თავისუფალი" კატეგორიის ქვედა ნახევარში", - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები რჩება მყარი, ასევე სასამართლო ეფექტურობა და შრომის თავისუფლება საჭიროებს გაუმჯობესებას.–წერს, The Heritage Foundation–ი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023