EBRD: ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით
ბოლო წლების განმავლობაში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მაღალი ტემპებით იზრდება - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თავის უახლეს რეგიონალურ ეკონომიკურ ანგარიშში წერს.
"საქართველოში, 10,3%-იანი მკვეთრი ზრდა ტურიზმის აღდგენას უკავშირდება, რომელმაც თითქმის პანდემიამდელ დონეს მიაღწია. ამასთან, ერთ-ერტი ფაქტორია ფულადი გზავნილების ზრდას, რასაც ხელი შეუწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორის რუსი პროფესიონალების დროებით შემოდინებამ. საბოლოო ჯამში, ამან უზრუნველყო საქართველოს სავაჭრო დეფიციტის დაფარვა და ლარის გამყარება, რამაც გამოიწვია საგარეო რეზერვების ზრდა."- წერს EBRD-ი.
ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით, 8%-ით 2022 წელს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადრე პროგნოზირებულ 3% პროცენტიან ზრდას. მომავალი წლისთვის კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო შემცირდება 5% პროცენტამდე, წინა პროგნოზის შესაბამისად.
რაც შეეხება რისკებს, აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს არის ენერგორესურსების ფასების გაურკვევლობა, ასევე ინფლაცია. საქართველოსთვის კი, რისკებს განაპირობებს გაურკვევლობა და გარე შოკების მნიშვნელოვანი ალბათობა. სომხეთის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის მჭიდრო კავშირებს რუსეთის სულ უფრო იზოლირებულ ეკონომიკასთან.