ეკონომიკა
02/01/2023

დღეიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალა

ქვეყანაში პოლიეთიელინის ნაწარმის გაქრობა აქტიურ ფაზაში შევიდა. კერძოდ, დღეიდან, მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამეტი ამოქმედდა და მის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა ტიპის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

საუბარია,"ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე. 

უფრო კონკრეტულად, შეზღუდვა ისეთ პარკებს შეეხო, რომლებიც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის ასაწონად გამოიყენება. ზაფხულიდან კი მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ, ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება ექნებათ.

პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განახორციელებენ. 

ცნობისთვის, რეგლამენტის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022