ეკონომიკა
21/07/2021

ბეჟან წაქაძე მთავრობას: ეკონომიკის შეზღუდვაზე არც იფიქროთ  

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და არა ეკონომიკის გაჩერება. 

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს. 

“ალტერნატივა იმას, რომ არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, არ აქვს. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ეკონომიკა. ეკონომიკის გაჩერებით, ვერც იმას ვუშველით, რომ ადამიანები გადავარჩინოთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგვეღუპება. სწორად მიმაჩნია, ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. ამასთან, თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიაროთ პირბადით. არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ შეზღუდვებზე. გარკვეული მიმართულებით შეიძლება, მაგრამ ძირითადი ეკონომიკის შეზღუდვებზე არ ვიფიქროთ“, - მიმართა დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს. 

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდემიური ვითარებაა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022