ეკონომიკა
09/07/2021

“აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტი 55 მლნ ლარით გაიზრდება

პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად მისი დაფინანსება 55 მლნ ლარით გაიზრდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეს ითვალისწინებს, როგორც სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემის მოქმედებას.

“ასევე ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორებში შესაძლებელია მცირე ზომის გრანტების განხორციელება და ასევე გრანტების განხორციელება დაგეგმილია აგროტურიზმის მიმართულებით. ეს ახალი პროგრამა დაემატება პროგრამა “აწარმოე საქართველოში“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტით 10 მლნ ლარი გათვალისიწნებულია ტურიზმის ეროვნული სააგენტოსთვის.  

“პანდემიის გამო ტურიზმი მნიშვნელოვნად დაზიანებული სფეროა. ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ტურიზმის მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზარდოს. თუმცა, თუ ჩვენ წელს შესაბამის კამპანიას არ დავიწყებთ შესაბამის მიზნობრივ ბაზრებზე, ძალიან რთული იქნება მომდევნო წლის პირველ ნახევარში ტურისტების მოზიდვა. ამ მიზნით 10 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის ეროვნული სააგენტოსთვის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023