ეკონომიკა
30/09/2021
აგვისტოში ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა
აგვისტოში ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარმოადგინა.
"დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახეზეა ეკონომიკის 10,3%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის 8 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12%-ია."–აღნიშნავს, თოდრაძე.
ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
აღსანიშნავია, რომ კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.