10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება - ბოლო აუქციონის შედეგები
სახელმწიფომ 17-18 მაისს გამართულ აუქციონზე ყველაზე ძვირად, 11 125 000 ლარად მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთი გაყიდა. სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი გია გორგოშაძე გახდა.
„ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ბოლო აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაიყიდა.
11 035 000 ლარი - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 771702 კვ.მ. და 634954 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მფლობელი შპს „ქანდა აგრიქალჩერი“ გახდა.
3 905 000 ლარად შპს „გოფრატარამ“ თბილისში, ვანის ქუჩა N1-ს მიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა შეიძინა.
3 115 000 ლარად შპს „ალფამ” თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12003 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყიდა.
3 006 3000 ლარად სს „დე ჯგუფმა” ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა.
2 525 000 ლარად ნონა ჭანტურიამ თბილისში, რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ არსებული 45437.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები შეიძინა.
აუქციონში მონაწილეობდა შპს „ასკანელი აგრო“,რომელმაც მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 310268 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 871 000 ლარად შეიძინა.
1 750 000 ლარად გაიყიდა ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N39ა-ს სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის მფლობელი დავით კოსტავა გახდა.
ქუთაისში, გამსახურდიას გამზირ N84ა-ში მდებარე 31253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 1 728 000 ლარად შპს არტ-ინვესტმა” იყიდა.
1 702 000 ლარად თბილისში, ქიზიყის ქ. N63-ში არსებული 38178 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა. ობიექტის მფლობელი შპს „მოდერნ ჰაუს დეველოპმენტი“ გახდა.
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 17-18 მაისს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა 72 835 000. საწყისი ფასი 39 207 800 ლარით იყო განსაზღვრული.