ეკონომიკა
19/05/2021

27 ლოტი და ₾72,835 მლნ - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" აუქციონების შედეგები

27 ლოტი და 72 835 800 ლარი - ასეთია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი პრივატიზაციის მორიგი ეტაპის შედეგები.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 17-18 მაისს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა. საწყისი ფასი კი 39 207 800 ლარით იყო განსაზღვრული.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი შეთავაზების დაუბრკოლებლად დასაფიქსირებლად, ვაჭრობის პროცესი გამარჯვებულებმა წარმატებით დაასრულეს და გახდნენ სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე პრივატიზებულია 160,157,033 ლარის უძრავი ქონება. მობილიზებული თანხა სააგენტოს წლიური გეგმის 70%-ს შეადგენს.

სააგენტო პრივატიზების პროცესის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს და დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის ქონებას, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტულ, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022