ბიზნესი
27/01/2022

ზვიად კორძაძე კახეთში შატოს აშენებას გეგმავს

ადვოკატ ზვიად კორძაძის კომპანია "ბარბალეს მარანი" კახეთში შატოს აშენებას გეგმავს.

"პროექტი წელს თუ არა 2023 წელს მაინც განხორციელდება", - განაცხადა "ბარბალეს მარნის" დამფუძნებელმა ზვიად კორძაძემ "ბიზნესპარტნიორთან". 

შატოს მშენებლობისთვის ლოკაცია უკვე შერჩეულია, შეძენილია მიწა, რომელიც 1 ჰექტარს მოიცავს.

"შატოს მშენებლობის პროცესი დამოკიდებულია ინვესტიციის მოცულობაზე, ასევე რამდენიმე საკითხია დასაზუსტებელი. მინდა, რაც შეიძლება მალე განვახორციელო ეს პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე წელს ვაპირებ ვაზის ჩაყრას, რომელიც ტურისტისთვის იქნება გათვლილი, რადგან ჩემი მიზანი მევენახეობის დაწყება არ არის. სხვა დამატებით დეტალებზე საუბარი, ამ ეტაპზე, ნაადრევი იქნება. რაც შეეხება ღვინის წარმოებას, ვფიქრობ, შემოდგომის რთველზე რაოდენობის გაზრდა მოგვიწევს," – აღნიშნავს "ბარბალეს მარნის" დამფუძნებელი. 

კორძაძე იმედოვნებს, რომ წარმატებული წლის შემდეგ, 2022 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება, აღდგება ტურიზმი და "ბარბალეს მარნის" მომხმარებლების რიცხვი გაზრდება.

"წელს მთავარი მიზანი სწორედ ერთგული მომხმარებლების შეძენაა, რომლებიც ახლადგახსნილ "ბარბალეს მარნის" ღვინის ბარში ხშირად გვესტუმრებიან. ვაგრძელებთ მაყვლის ღვინის წარმოებას, რომელზე მოთხოვნაც საკმაოდ მზარდია, ასევე როგორც დაგეგმილი გვქონდა, ვმუშაობთ ვაშლისა და მსხლის ღვინოებზე და იმედი გვაქვს მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს." – ამბობს ზვიად კორძაძე.

"ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი წლისთვის წარმოების 5000 ბოთლამდე გაზრდას გეგმავენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023