ჟუჟუნა, ბილიკი, ალტერსოქსი, ჩიკატაი, ბაიოქური - თიბისის გამარჯვებულები
თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020 დასრულდა. გლობალური პანდემიის გამო ბიზნესი განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, ბიზნეს დაჯილდოებას წელს 400 მონაწილე ჰყავს და რაც მთავარია, ბევრი საინტერსო ბიზნესი,რომელთა წარმატების გაზიარება შეიძლება სხვებისთვის საინტერსო სტიმული აღმოჩნდეს.
წელს თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები 5 ნომინაციის მიხედვით შეირჩნენ:
ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის გამარჯვებული კომპანია „ჟუჟუნა“ გახდა. ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ
- სფილოუ
- ჟუჟუნა
- 8000 მოსავალი
- კომბინიზონა
- ქისა
საუკეთესო სტარტაპისთვის, გამარჯვებული კომპანია “ბილიკი“ გახდა. ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
- სითიფეი
- სფეისფარმსი
- იჰოტელსი
- შენით
- ბილიკი
ნომინაციაში საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის გამარჯვებული კომპანია „ჩიკატაი“ გახდა. ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
- ვინტილიტორი
- ჩიკატაი
- ჰირო
- ლიდერქიდსი
- ბორდინგ კაუკასუსი
ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციისთვის, გამარჯვებულა „ბაიოქური“ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
- ფეიზი
- ბაიოქიური
- ირნერო
- ი-სფეისი
- ქარუ
ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტისთვის გამარჯვებულია კომპანია „ალტერსოქსი“. ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
- ალტერსოქსი
- ჯიმშერი
- ეი სოლარი
- ტერმინალი
- კოჰი.ჯი
ქართულ ბიზნესში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული ჯილოდო თემურ ჭყონიას გადაეცა.
ბიზნესდაჯილდოება უკვე მეხუთე წელია თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება და 2000-მდე მონაწილე ჰყავს. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივობებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა ადაპტაციისა.