ბიზნესი
09/09/2022

"ჟუჟუნა": ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია

ადგილობრივ ბაზარზე "ჟუჟუნა" უფრო მოთხოვნადი ხდება. 

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი მათე აბესაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, 2021 წელთან შედარებით, გაყიდვები 10-ჯერ გაიზარდა. 

"წლის დასაწყისთან შედარებით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. რეალურად, ქსელის გაფართოებაზე მეტად ვფიქრობთ, როგორ დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა იმ არსებულ ქსელში, რომელშიც ვართ. თუმცა, დღემდე ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენს მოხმარებელს ყველაზე ახლო წერტილებში შევხვდეთ, სადაც ის "ჟუჟნას" ინატრებს", - აღნიშნა მათე აბესაძემ. 

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რასაც წარმოების გაფართოება სჭირდება. 

"ჩვენი წარმოების გაფართოებიდან გამომდინარე, გავზრდით ასევე ქსელსაც", - აღნიშნა მათე აბესაძემ. 

რაც შეეხება ექსპორტს, ჩინეთში ჟუჟუნას 14 000 ბოთლია გასული. მათე აბესაძეს თქმით, ჩინეთის ბაზარი იმდენად დიდია, რომ ეს რაოდენობა სატესტოა, თუმცა ქვეყნიდან ძირითად შეკვეთასაც ელოდებიან. 

"ჩინეთის ბაზარზე სატესტო რაოდენობიდან გამომდინარე "ჟუჟნამ" გაამართლა, ველოდებით ძირითად შეკვეთას. ჯერჯერობით არ ვიცით რამდენი ბოთლი იქნება, თუმცა ველოდებით საგრძნობ რაოდენობას", - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა. 

"ჟუჟუნა" ფეხს იკიდებს იაპონიის ბაზარზეც. 

"იაპონიის ბაზარი უფრონელია გაზრდის მხრივ, თუმცა ლოიალური მომხმარებლების კუთხით. იაპონიის ბაზარი უფრო მეტად სტაბილურია, სადაც "ჟუჟუნა" ფეხს იკიდებს, იქ გარკვეულ ქსელებშია წარმოდგენილი. იაპონიიდანაც ველოდებით საკმაოდ კარგ გამოხმაურებებს. დეკემბრის ბოლოს იაპონიისა და ჩინეთის ბაზარზე გარკვეულ რაოდენობას გავიტანთ", - აცხადებს მათე აბესაძე. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022