ბიზნესი
04/04/2023

ზედიზედ 2 წელია "თელიანი ველი" ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია

 მეღვინეობა „თელიანი ველი“ გერმანიაში გამართული საერთაშორისო კონკურსის Grand International Wine Award MUNDUS VINI 2023-ის რჩეულია და ქართული ღვინის „წლის საუკეთესო მწარმოებლის“ ჯილდო გადაეცა.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები  სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ღვინის მწარმოებლებს ავლენენ. უკვე მეორე წელია, მეღვინეობა „თელიანი ველი“  MUNDUS VINI-ს გამარჯვებული და წლის საუკეთესო მწარმოებლია.

ასევე, გამორჩეული შეფასება დაიმსახურა თელიანი ველის ქვევრის სერიის ღვინომ - გლეხური, საფერავი ქვევრი 2020 და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო Grand Gold ***Best of Show Georgia red***  გადაეცა. გასულ წელს კი თელიანი ველის WINERY97 სერიის ღვინო „კახური #8“ 2020 Gold, ***Best of show Georgia white***-ის მფლობელი გახდა.

წლევანდელ კონკურსზე ჟიურიმ, მთელი მსოფლიოდან 70 Grand Gold-ის, 1 924 ოქროსა და 1 035 ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინო გამოავლინა.

Mundus Vini 2023-ზე „თელიანი ველის“ ღვინოებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - 1 Grand Gold, 6 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი გადაეცა, რაც საუკეთესო შედეგია ქართველ მწარმოებლებს შორის.

Grand International Wine Award MUNDUS VINI პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია სადაც ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები, მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონებიდან წარმოდგენილ ღვინოებს ბრმა დეგუსტაციით აფასებენ და აჯილდოებენ. MUNDUS VINI-ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გერმანელი მომხმარებლისთვის.

ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარი სწორედ გერმანიაა. აღსანიშნავია, რომ ბერლინში 2021 წელს „თელიანი ველის“ წარმომადგენლობა - Teliani Europe გაიხსნა. კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს და თელიანი ველის რჩეულ პროდუქციას როგორც ჰორეკა სექტორში, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში წარადგენს.

ევროპის რეგიონში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და განვითარებისთვის მეღვინეობა „თელიანი ველი“ აქტიურად მუშაობს.

Contact: 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023