ბიზნესი
18/07/2023

"ზარაფხანა" წარმადობის ზრდას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს

"ზარაფხანა" წარმადობის ზრდას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

როგორც საიუველირო სახლ „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია გეგმავს ჩამოსხმის წარმადობა 100%-ით, ხოლო ახალი ნაკეთობების გამოშვება 70%-ით გაზარდოს. 

მისი თქმით, „ზარაფხანა“ გაფართოვდა და 2 კვირაა ახალ საწარმოში გადავიდა, სადაც უკვე დაამონტაჟეს უახლესი დანადგარებიც.

„ველოდებით, დამატებით კიდევ სხვა დანადგარებსაც, რომლებიც გზაშია და მალე ჩამოვა. სრულად ორიენტირებულები ვართ ამ ახალ საწარმოზე. დავასრულეთ მისი რემონტი და თუ ადრე, მიმოფანტულები ვიყავით სხვადასხვა ლოკაციაზე, ახლა ერთ შენობაში ვართ ადმინისტრაციაც და წარმოებაც. აქტიურად ვუშაობთ წარმადობის გაზრდაზე, ტექნიკის დახვეწაზე“,- აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე განარტებით, წარმადობის გაზრდის შემდეგ, „ზარაფხანა“ ახალი ფილიალების გახსნაზეც იზრუნებს.

„გეგმაშია დამატებითი მაღაზიების გახსნა ბათუმსა და თბილისში. ჩვენს სამომავლო გეგმებში რჩება საერთაშორისო ბაზრებზე შესვლაც. გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ კოლექციებზეც. სექტემბერში გვექნება არასტანდარტული ბრილიანტების კოლექცია.  ე.წ ზურმუხტისებრი ჭრა ჰქვია იმ ოთხკუთხედ ბრიალიანტს, რომელზეც ავაგებთ ჩვენს ახალ კოლექციას, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

შეგახსენებთ, „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

დღეისათვის, კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის 5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა. კომპანია  100 სამუშაო ადგილს ქმნის.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022