ზამბახიძე რეგულაციებზე: იმედია, დაპირებები შესრულდება და ოქროს შუალედი გამოიძებნება
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობას კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. ნინო ზამბახიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესებს ფუნქციონირება ძალიან გაუჭირდებათ.
„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე პრიორიტეტულია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შევდივართ სოციალურ სიდუხჭირეში და პრობლემებში. იმედია, ვნახავთ ოქროს შუალედს და დაპირებები, რომელიც მივიღეთ, შესრულდება. ჩვენ რა პირობებიც დავაყენეთ, ეს იყო საშემოსავლოს ჩამოწერა, 6 თვიანი გაგრძელება, ასევე ქონების გადასახადის გადავადება და ვფიქრობ, ეს შეღავათები თუ არ იქნება და ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ არ მოხდება მოლაპარაკებები სესხის სუბსიდირების ნაწილში, თუ დროებით შეჩერების ნაწილში, ძალიან გართულდება ბიზნესების ოპერირება“,- აღნიშნა ზამბახიძემ.