ბიზნესი
27/04/2021

"ზალა რესტორანში" საკონდიტრო ხაზი ამოქმედდა

„ზალა რესტორანმა“ საკონდიტრი ხაზი დაამატა. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" რესტორნის მფლობელი ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, კომპანიამ საკონდიტრო ხაზი დაახლებით 1 თვეა დაამატა და მიზანი ძველი, ეგრეთ წოდებული სახლური გემოების პროდუქციის წარმოებაა.

„ჩვენი კონდიტერი კარგ პასკებს აცხობს და გადავწყვიტეთ, სააღდგომო შეთავაზებაში პასკაც შეგვეტანა. გარდა ამისა, ეს იქნება კომპანიისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა რესურსი რომ დავაბალანსოთ „კომენდანტის“ საათი, შაბათ-კვირის შეზღუდვები. მაქსიმალურად ვცდილობთ, გაყიდვების გაზრდისთვის ყველა რესურსი გამოვიყენოთ,“ - აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რეგულაციების დაცვით "ზალა რესტორანი" 8 მარტიდან აქტიურად მუშაობს.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, კომპანიისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ე.წ კომენდანტის საათია, რადგან ობიექტი ვახშმის პერიოდში იხურება.