ბიზნესი
06/06/2023

ზაალ იაკობიძე: თუ 1 თვის წინ, ბენზინის შესასყიდი ფასი 1 ტონაზე $ 600 იყო, დღეს ფასი $750-ია

საერთაშორისო ბაზრებზე, ნავთობის ფასი, ბოლო 2 დღეში, საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ბარელი Brent-ის  ღირებულება, ამჟამად, 77 დოლარამდეა. გაზრდილია რუსული ნავთობის ფასიც. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე კი, საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც. თითქმის ყველა ტიპის ბენზინზე, მათ შორის რეგულარზე, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ, 2 კვირიან ჭრილში, ფასები საშუალოდ 10- 20 თეთრამდეა დაკორექტირებული. 

„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი  ზაალ იაკობიძე „ბიზნესპარტნიორთან“  ქვეყანაში ბენზინის გაძვირების მთავარ მიზეზად მომწოდებელ  ქვეყანას - ანუ რუსეთს ასახელებს, საიდანაც საქართველოში საწვავის 85% -ზე მეტი შემოდის.

მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდის დადგომასთან ერთად, რუსეთში გაიზარდა საწვავის მოხმარება. გარდა ამისა, რუსულმა მხარემ გაზარდა საწვავის მიწოდება შუა აზიის რესპუბლიკებში, იმ ფონზე, როდესაც აქ ნავთობის გადამუშავება მკვეთრად შემცირებულია, უმსხვილესი კომპანიები კი სანქცირებულები არიან.

„ამ ყველაფერმა, ჯამურად, საწვავის ფასზე იმოქმედა და თუ 1 თვის წინ, ბენზინის შესასყიდი ფასი 1 ტონაზე 600 დოლარი იყო, დღეს ფასი 700-დან- 750 დოლარამდეა. ამასთან, საქართველოში  საწვავის გაძვირების ერთ-ერთი  ფაქტორი ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურებაც აღმოჩნდა. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოში საწვავზე ფასების მატება შესამჩნევია“, - განმარტა ზაალ იაკობიძემ.

„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ვარაუდობს, რომ ზაფხულის მომდევნო თვეებში, ქვეყანაში საწვავის ფასები კიდევ აიწევს, რასაც ტრადიციულად, ამ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, იანვარ-აპრილის მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის იმპორტმა 347 ათას ტონაზე მეტი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022