ბიზნესი
19/04/2023

Voulez-Vous: წლის ბოლომდე, "მომხმარებლის დღის" დაბრუნებას ვაპირებთ

პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous წლის ბოლომდე  „მომხმარებლის დღის“ დაბრუნებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა, წლების განმავლობაში Voulez-Vous-ში მომხმარებლებისთვის დიდი დღესასწაული იმართებოდა.

„გვქონდა ასეთი ტრადიცია, ჩვენთან წარმოდგენილი 200 ბრენდიდან, თითქმის ყველა, კვარტალში ერთხელ თავისი ერთგული მომხმარებლისთვის მომხმარებლის დღეს მართავდა, რაც მოიცავდა ფურშეტს, ფოტოზონას, გათამაშებებს და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.

ასევე, ამ დღის ფარგლებში, მომხმარებელი იღებდა საჭირო რჩევებს იმ კონკრეტული ბრენდის მოხმარებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში, ეს ტრადიცია დაირღვა. შემდეგ უკვე, რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამაც პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში პრობლემები შექმნა. ველოდებით, რომ ეს პრობლემა გაზაფხულის ბოლომდე აღმოიფხვრება და შესაბამისად, როცა გვექნება საჭირო პროდუქციის ახალი მარაგები, „მომხმარებლის დღეც“ დაბრუნდება ჩვენს საქმიანობაში“, - განმარტა Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

მან იმ ტრენინგებზეც ისაუბრა, რომლებსაც ასევე Voulez-Vous-ში საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები  სიახლეების და ახალი ტენდენციების შესახებ ატარებდნენ.

„ეს ტრენინგები არ შეწყვეტილა, ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა, თუმცა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ისევ დავაბრუნოთ რეალურ სივრცეში. ესეც დამოკიდებული იქნება მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა ნინო ნოდიამ.

ცნობისთვის, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous, საქათველოს მასშტაბით, 10 ფილიალს ფლობს და 200-ზე მეტ პარფიუმერულ ბრენდს წარმოადგენს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022